
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი 2015 წელს დაარსდა. 2023 წლიდან ცენტრის შემოკლებული სახელია "მედიახმა".
ჩვენი მისია, მიზნები და ხედვა
ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი დააარსდა 2015 წელს. საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობებით და ცენტრის წესდებით. ცენტრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება. ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებია: დამფუძნებელები; საერთო კრება; გამგეობა; თავმჯდომარე. ორგანიზაციის თავმჯდომარეა პროფ. მარიამ გერსამია.
ჩვენი მისიაა მედიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის ჟურნალისტების განათლების მხარდაჭერა
ცენტრის მიზანია მედიის და მასკომუნიკაციის სფეროს განვითარება, საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის და ახალი ცოდნის შექმნის გზით მედიაწიგნიერების ამაღლების და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა. ასევე, ინტერდისციპლინური ცოდნის ტრანსფერი და მედიის და მასკომუნიკაციის, მედიაფსიქოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტირება.
ჩვენი ხედვაა პროფესიონალური მედიის მხარდაჭერა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის
ჩვენი ღირებულებები:
-
თქვი სიმართლე;
-
შექმენი სანდო გარემო;
-
იზრუნე განვითარებაზე;
-
წაახალისე კრეატიულობა;
-
დააფასე მრავალფეროვნება.
კონტაქტი
ყოველთვის ენთუზიაზმით ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და საინტერესო ინიციატივებს. დაგვიკავშირდით