MCERC უერთდება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და კერძო პირების განცხადებას უკრაინელი ხალხის და ჩვენი კოლეგების მხარდასაჭერად
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და კერძო პირების განცხადება
თბილისი, 21 მარტი, 2022 წელი

ჩვენ, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციები,
სამოქალაქო ინიციატივით შექმნილი გაერთიანებები,
კერძოპირები და სტუდენტები, რომლებიც პროფესიული საქმიანობით დაკავშირებულნი ვართ ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასთან, ვავრცელებთ მიმართვას უკრაინელი ხალხის და ჩვენი კოლეგების მხარდასაჭერად, რუსეთის მიერ უკრაინაში, 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის წინააღმდეგ.
განურჩევლად ადამიანების სქესის, კანის ფერის, ასაკის, რელიგიის, ეთნოსის და სხვა მოცემულობებისა, ჩვენი ვალია, პროფესიული ეთიკის შესაბამისად, დავეხმაროთ ყველას, ვისაც აწუხებს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის პრობლემა, რომლის მიზეზიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ თემში არსებული გარე მექანიზმებია.
ომი არის უდიდესი კატასტროფა, ყველაზ ეუზნეო და დამანგრეველი ქმედება, რომელიც მილიონობით ადამიანს სასიკვდილო საფრთხით ემუქრება. რუსეთის ომი უკრაინაში არის ჰუმანურობისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაული, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება. ეს ომი ჩვენ თვალწინ, შემზარავი სისასტიკით ანადგურებს ადამიანების სიცოცხლეს, ცივილიზაციისა და კულტურის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ ძეგლებს დაჩვენ, მთელ მსოფლიოსთან ერთად ვუყურებთ, თუ რამდენად მტკიცედ და გაბედულად უპირისპირდება ცივილიზებული სამყარო რუსულ იმპერიულ ამბიციებსა და აგრესიას.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს,რომლებიც დღეს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, გადარჩენისათვის იბრძვიან; ისინი აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას წარმოუდგენელ პირობებში - სარდაფებიდან, ბუნკერებიდან, ლტოლვილობის პირობებშიც, რათა შეუმსუბუქონ ადამიანებს უმძიმესი დღეები მაშინ, როცა მათი საცხოვრებელი სახლები, სამუშაო ოთახები და ოჯახები იბომბება და ნადგურდება.
მივმარავთ ჩვენს კოლეგებს რუსეთის ფედერაციაში:
მივესალმებით და ვაფასებთ იმ კოლეგების სამოქალაქო პოზიციას, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი ამ სისხლისმღვრელი ომის მიმართ, რაც დღევანდელი რუსული რეჟიმის პირობებში სამოქალაქო გმირობის ტოლფასია.
ჩვენ ვერ გირჩევთ რა უნდა გააკეთოთ ტოტალიტარულ, ავტოკრატიულ და დესპოტურ სახელმწიფოში, პროფესიული საქმიანობის მიზნების, ეთიკისა და პრინციპების დასაცავად, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სიჩუმის წვლილი არის უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი და დევნილად ქცეული მილიონობით ადამიანის უბედურებაში.
უკრაინიდან უკვე 3 მილიონი ადამიანია იძულებით გადაადგილებული. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, თუ რას ნიშნავს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დევნილად ქცეული მოსახლეობის ტანჯვა და დანაკარგი. რუსეთის 30 წლიანი აგრესიის შედეგად, საქართველოში 300 000 იძულებით გადაადგილებული პირია.
თქვენი სიჩუმის წვლილი არის საქართველოში დევნილად ქცეული მოსახლეობის დანაკარგსა და ტანჯვაშიც.
ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და მის ხალხს!
І настане час, коли один скаже: «Слава Україні!», а мільйони йому відповідатимуть: «Героям слава!»
ხელმომწერი ორგანიზაციები და კერძო პირები:
1. ფსიქოლოგიისადა ფსიქოთერაპიისეროვნული გეშტალტცენტრი
2.დიმიტრიუზნაძის სახელობისფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციოცენტრი
3. საქართველოსუნივერსიტეტის ფსიქოლოგიურიმომსახურების ცენტრი - "კონტაქტი"
4. ფსიქოთერაპიულიდა ფსიქოკონსულტაციურიკლინიკა
5. ააიპ “ხიდი სოციალურიინკლუზიისთვის”
6. ანიმოტერმი
7. ფსიქოლოგიურიდახმარების ცენტრი
8. ფსიქოლოგიურისაკონსულტაციო დიაგნოსტიკურიცენტრი იდილია
9. კავკასიისგეშტალტთერაპიის დაოჯახური ფსიქოთერაპიისინსტიტუტი
10. საქართველოსგეშტალტთერაპევტთა ეროვნულიასოციაცია
11. ფსიქოლოგთადა ფსიქოთერაპევტთაასოციაცია
12. საქართველოსახალგაზრდა ფსიქოლოგთაასოციაცია (GYPA)
13. ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის”
14. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
15. ფსიქოთერაპიის სახლი კამარა
16. ორგანიზაცია " ღია სახლის"
17. საქართველოს პერინატალური ფსიქოთერაპიის საზოგადოება-პერიქეა
18. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
19. ააიპ "მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობის კვლევა"
20. კლინიკა “მიელინი”
21. ფსიქოთერაპიულიგეშტალტ კლინიკა
22. ააიპ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი
23. საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება
24. საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება
25. მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი, ფსიქოლოგი
26. შოთა ბერულავა, ფსიქოლოგი / მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი
27 სოფია ვერულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, EAGT აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი
28. მაკა ისაკაძე, ფსიქოტრავმატოლოგი, ფსიქოთერაპევტი, EAGT
29. ქეთევან კერესელიძე,ფსიქოტრავმატოლოგი
30. ქეთევან სიორდია, ფსიქოლოგი
31. ლიკო ჯალალი, ფსიქოლოგი
32. ნინო როგავა, ფსიქოლოგი
33. ეკატერინე ბურკიაშვილი, ფსიქოლოგი
34. ანა დარახველიძე,ფსიქოლოგი/ ბავშვთა ფსიქოკონსულტანტი
35. ელენე ბარამიძე, ფსიქოლოგი
36. ანა ყარაულაშვილი, ნეიროფსიქოლოგი
37. ნათია მალანია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი, ფსიქოკონსულტანტი
38. იზა კობიაშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი, ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის"
39.ლიკა მხატვარი, განვითარების ფსიქოლოგი
40. ლიკა კაპანაძე, გეშტალტ კონსულტანტი
41. დიმიტრი ნადირაშვილი, პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, EAGT, EPA აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი
42. თინათინ ფანცულაია, პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერება თადოქტორი, ფსიქოთერაპევტი, EAGT აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი
43. თეა გოგოტიშვილი, პროფესორი, ფსიქოლოგიისდოქტორი, EAGT, EPA აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი
44. ნანა ბურდული, პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერება თადოქტორი, EAGT აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი
45. მაია ციბალაშვილი, ფსიქოლოგი
46. ლაშა ხოჯანაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, განათლების ფსიქოლოგი
47. თამარ დევიძე, ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი
48. მეგი საჯაია, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი
49. გიორგი ჭანტურია, ფსიქოლოგი
50. თინათინ ბანძელაძე, ფსიქოლოგი
51. სოფი მოსია, ფსიქოლოგი
52. შალვა მამინაშვილი, ფსიქოლოგი
53. მაია მაზანიშვილი ფსიქოლოგი, რეგიონალური კლინიკური სერვისების დირექტორი
54. ლიკა ბარაბაძე, გეშტალტთერაპევტი
55. ეკა ჯავახიშვილი, ფსიქოკონსულტანტი
56. ვახტანგ გომელაური, ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოთერაპევტი
57. მარიამ გერსამია, პროფესორი, მედიაფსიქოლოგი
58. სალომე ფანჯიკიძე, ფსიქოთერაპევტი
59. ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გენდერისდოქტორი
60. ირინა ბარკალაია, ფსიქოთერაპევტი EAGT
61. ნატამეფარიშვილი, ბავშვთა დამოზარდთა ფსიქოკონსულტანტი