top of page

დისკუსია ცენტრალური აზიის ქვეყნების ახალგაზრდებთან

19 სექტემბერს, ცენტრალური აზიის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახ და უზბეკ ახალგაზრდებსა და MCERC-ს შორის ინტერაქტიული შერხვედრა გაიმართა.

MCERC-ის თავმჯდომარე მარიამ გერსამია ახალგაზრდებს ესაუბრა დეზინფორმაციის გავლენასა და გამოწვევებზე, მედიაფსიქოლოგიასა და მედიაწიგნიერების როლზე. შეხვედრას MCERC-ის პარტიორმა ორგანიზაციამ - საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.


აღნიშნული ვიზიტი დაფინანსებულია USAID ის მიერ და ხორციელდება ცენტრალური აზიის ევროპის ფონდის მიერ, "სოციალური ინოვაციები ცენტრალურ აზიაში" პროექტის ფარგლებში. საქართველოში სასწავლო ტურის ვიზიტის მიზანია ცოდნის და გამოცდიელბის გაზიარება შემდეგ სფეროებში: სოციალური პროექტების მართვა და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ისეთ თემებზე როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ინკლუზია, თანასწორობა, მედია და მასობრივი კომუნიკაციები, მედიაწიგნიერება, ლიდერობა, მოხალისეობა, გენდერი და სხვა.


ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და შესანიშნავ ახალგაზრდებს ჩართულობისთვის!



survey presentation_17 July
bottom of page