top of page

ვებინარი: "სოლიდარობა და მედია გლობალურ ერაში"

15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დრეს, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა ვებინარს სახელწოდებით „სოლიდარობის ჟურნალისტიკა გლობალურ ერაში“.

ვებინარი გახსნა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ელჩის მოადგილემ ლუს ლამერტსიმ.


ვებინარის მთავარი მომხსენებელი იყო ჟურნალისტიკისა და მედიის სკოლის (ოსტინი, აშშ) პროფესორი ანიტა ვარმა, რომელიც არის სოლიდარობის ჟურნალისტიკის კონცეპციის და ინიციატივის ავტორი. პროფესორი ვარმა.


ვებინარის მოდერატორი იყო MCERC-ის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ გერსამია.


ვებინარის მომხსენებლები იყვნენ:


  • ლაქსმან პანტი, Media Freedom Coalition-ის საკონსულტაციო ქსელის თანა-თავმჯდომარე, Media Action Nepal (MAN)-ის თავმჯდომარე; მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

  • ოლენა შევჩენკო, ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტის (კიევი, უკრაინა) ასოცირებული პროფესორი; მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

  • ირინე ქურდაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;

  • პატრიკ ნორენი, MCERC-ის მკვლევარი, რედაქტორის მოადგილე და მკვლევარი ორგანიზაციაში LINKS Europe.



ვებინარი ჩატარდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ფარგლებში.


ცენტრი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს ჩართულობისთვის:

  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუტს;

  • Media Action Nepal (MAN)-ს;

  • საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს (თსუ).

ვებინარის სრული ჩანაწერი იხილეთ: https://youtu.be/vJfsMeut2AU

survey presentation_17 July
bottom of page