top of page

"მედიახმის" თავმჯდომარედ გამგეობამ მაია ტორაძე აიჩია


გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ “მედიახმის“ გამგეობამ გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია მაია ტორაძე, რომელიც დაარსების დღიდან (2015 წლიდან) ორგანიზაციის გამგეობის წევრია. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მედიის სფეროსა და აკადემიურ საქმიანობაში „მედიახმის“ გუნდს ამ ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო გააძლიერებს.


მაია ტორაძე, ამავდროულად, არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი. მას აქვს სხვადასხვა მედიაგამოცემაში მუშაობის 30-წლიანი პრაქტიკა, მათ შორის ბეჭდური გამოცემებში ჟურნალისტად და რედაქტორად.


მაია ტორაძემ პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 2005 წელს. იგი არის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი, ასევე, 13 პუბლიცისტური კრებულის თანაავტორი და ხუთი წიგნის რედაქტორი. მაია ტორაძე ჩართულია სამეცნიერო–კვლევით პროექტებში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში.


„მედიახმის“ გუნდი წარმატებებს უსურვებს მაიას ახალ პოზიციაზე!

survey presentation_17 July
bottom of page