top of page

პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტთან

ამიერიდან, საქართველოს უნივერსიტეტი და მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრი (MCERC) ახალ პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ.


ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი MCERC-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის 25 იანვარს გაფორმდა. MCERC-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს/პროექტებს, დაგეგმავენ და განახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, (მათ შორის სტუდენტების სტაჟირებას), შრომის ბაზრის მოთხოვნილებების ადეკვატური კადრების მომზადებისა და გამოვლენისკენ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი ნათია კალაძე, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ლელი ბიბილაშვილი, MCERC-ის გამგეობის წევრი მაია ტორაძე.


მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯთან“.



survey presentation_17 July
bottom of page