top of page

საერთაშორისო თანამშრომლობა მედიის განვითარებისთვის სამხრეთ აზიასა და კავკასიაში

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) და Media Action Nepal (MAN) 11 აგვისტოს შეთანხმდნენ მედიის ხარდამჭერი ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე სამხრეთ აზიასა და კავკასიაში.


თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი კვლევების განხორციელებას, გაცვლით მედია-პროგრამებს და საერთაშორისო მხარდამჭერი ქსელის განვითარებას. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ორივე ორგანიზაციის ხელშეწყობით ჩატარდება ერთობლივი ვებინარები, ტრენინგები და დისკუსიები ჟურნალსიტებისთვის ისეთ თემებზე, როგორიცაა: მედიაწიგნიერება, გენდერული თანასწორობა, ციფრული მედია, მედიაფსიქოლოგია, ე.წ. ფაქტჩეკინგი, ჟურნალსიტების უსაფრთხოება და სხვ.


შეთანხმებას ხელი მოაწერეს MAN-ისთავმჯდომარემ ლაქსმან პანტმა და MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ.

survey presentation_17 July
bottom of page