top of page

ჩატარდა ტრენინგი პოლიტიკაში იმიჯის შექმნაზე

MCERC-ის პარტნიორის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით და სტრატეგიული დიალოგის ცენტრთან თანამშრომლობით, პროექტის „ლიბერალური პლატფორმა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის“ ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგები ჩატარდა.


ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, 23 მაისს, MCERC-ის დამფუძნებელმა, პროფ. მარიამ გერსამიამ თეორიული და პრაქტიკული სესიები ჩაატარა თემებზე:

  • როგორ გვხედავს მედია და მაყურებელი?

  • მედია და ფსევდო-რეალობა; პოლიტიკოსის იმიჯის შექმნის ტრიგერები მედიაში;

  • როგორ იქმნება და იცვლება პოლიტიკოსის იმიჯი?

  • მედია და მეხსიერება; პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა-რეფრეიმინგი კრიზისულ და არაკრიზისულ სიტუაციებში;

  • როგორ შევქმნათ ჩვენი „ბრენდი“ პოლიტიკაში? პერსონალური ბრენდინგი და brand ID;

  • როგორ მოვყვეთ საკუთარი „ბრენდის“ შესახებ? პოზიციონირება სოციალურ ქსელებში, სხეულის ენა და კომუნიკაცია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან;

მადლობა Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus ოფისს და მონაწილეებს სესიებში ჩართულობისთვისა და საინტერესო დისკუსიისთვის.




survey presentation_17 July
bottom of page